ჰეგსეთი ესტონეთს: -ს ომის დეპარტამენტი NATO-ს ყველა მოკავშირის გვერდით დგას

აშშ-ს ომის დეპარტამენტის პრესრელიზის მიხედვით, 22 სექტემბერს ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ესტონელ კოლეგას, თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურს ესაუბრა მას შემდეგ, რაც რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ს საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

“მინისტრმა ჰეგსეთმა დაადასტურა, რომ ომის დეპარტამენტი NATO-ს ყველა მოკავშირის გვერდით დგას და რომ ნებისმიერი შემოჭრა NATO-ს საჰაერო სივრცეში მიუღებელია.” – წერია განცხადებაში.

პრესრელიზის მიხედვით, პიტ ჰეგსეთმა ასევე შეაქო ევროპელი მოკავშირეების საჰაერო თავდაცვის სწრაფი რეაგირება და დაამატა, რომ კონსულტაციებს მართავს -ს ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ალექსუს გრინკევიჩთან, რომელიც ასევე NATO-ს მოკავშირეთა უმაღლესი მეთაურია ევროპაში.

“NATO-ს საჰაერო სივრცეში ს შემოჭრა მიუღებელია. ომის დეპარტამენტი სოლიდარობას უცხადებს ესტონეთს და მიესალმება მოკავშირეების სწრაფ, მტკიცე პასუხს.” – დაწერა X-ზე პიტ ჰეგსეთმა.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ს საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც წელს ს მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.

მანამდე, 10 სექტემბერს, პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ ზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს, რის პასუხადაც პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რუსული დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრისას ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ NATO-ს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ ის რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ “დიახ, ასე ვფიქრობ”.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში