აშშ-ს თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთიRon Sachs / CNPაშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა 19 მარტს აშშ-ს გაერთიანებული შტაბების უფროს, გენერალ დენ კეინთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური დარტყმები დღეს იქნება.
“დღემდე ირანის მასშტაბით სამხედრო ინფრასტრუქტურის 7 000-ზე მეტ სამიზნეზე მივიტანეთ იერიში. ეს არ არის თანდათანობითი ზრდა – არამედ აურაცხელი ძალის სიზუსტით გამოყენებაა და დღესაც დღემდე ყველაზე მასშტაბური იერიში იქნება, ისევე, როგორც გუშინ იყო [წინ დღეზე მასშტაბური]. როგორც პირველი დღიდან ვამბობ, ჩვენი შესაძლებლობები იზრდება, ხოლო ირანის – შემცირებას განაგრძობს”. – განაცხადა ჰეგსეთმა.
ჰეგსეთმა ასევე აღნიშნა, რომ ხარგის კუნძულზე იერიშების მიტანის შესაძლებლობით აშშ ირანის ბედს აკონტროლებს და დაამატა, რომ ირანს შეუძლია “სწორი გადაწყვეტილებების მიღება”.
ომის მინისტრმა ასევე დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პენტაგონმა ირანში ომის დაფინანსების მიზნით კონგრესს $200 მილიარდზე მეტი მოსთხოვა, რასთან დაკავშირებითაც ჰეგსეთმა განმარტა, რომ “ცუდი ხალხის დასახოცად ფულია საჭირო”.