ჰარვარდის სტუდენტების თითქმის 31% არის უცხო ქვეყნებიდან, რომელთაგან ზოგიერთი საერთოდ არ არის აშშ-ის მიმართ მეგობრული – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი ჰარვარდის უნივერსიტეტისგან უცხოელი სტუდენტების შესახებ ინფორმაციას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ -ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელშიწერს.
ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ჰარვარდში სტუდენტების 31 პროცენტი უცხოელია.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, სახელმწიფოსგან დაფინანსება აღარ მოითხოვონ.
„რატომ არ ამბობს ჰარვარდი, რომ მათი სტუდენტების თითქმის 31% არის უცხო ქვეყნებიდან, რომელთაგან ზოგიერთი საერთოდ არ არის შეერთებული შტატების მიმართ მეგობრული, ისინი არაფერს იხდიან თავიანთი სტუდენტების განათლებისთვის და არც აპირებენ ამის გაკეთებას? ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ, ვინ არიან ეს უცხოელი სტუდენტები, რაც გონივრული თხოვნაა, რადგან ჩვენ ჰარვარდს მილიარდობით დოლარს ვაძლევთ. ჩვენ გვინდა, გავიგოთ ეს სახელები და ქვეყნები. ჰარვარდს 52 000 000 დოლარი აქვს, გამოიყენეთ ეს თანხა და შეწყვიტეთ ფედერალური მთავრობისგან ფულის თხოვნა!“, – წერს დონალდ ტრამპი.
1tv.ge