ჰარვარდის უნივერსიტეტის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის უფროსს, პროფესორს შერი ენ ჩარლსტონს პლაგიატში ადანაშაულებენ. პლაგიატთან ერთად მას ადანაშაულებენ აკადემიურ ტექსტში მისი ქმრის ნაშრომის ციტირების წესების დარღვევაში.
შერი ენ ჩარლსტონის წინააღმდეგ წარდგენილ ანონიმურ საჩივარში პლაგიატში ბრალდების 40 მაგალითია მოყვანილი. აღნიშნული შემთხვევებიდან ყველაზე ძველი 2009 წლით თარიღდება. შერი ენ ჩარლსტონი ჰარვარდს 2019 წელს შეუერთდა.
ციტირების წესების დარღვევის გარდა შერი ენ ჩარლსტონს ადანაშაულებენ მისი ქმრის, ლავარ ჩარლსტონის ნამუშევრის მითვისებაში, რომელიც მან 2012 წელს დაწერა. საჩივრის მიხედვით, შერი ენ ჩარლსტონმა 2014 წლის სტატიაში 2012 წელს დაწერილი ნაშრომი გამოიყენა და არ მიუთითა, რომ ის ლევარ ჩარლსტონის დაწერილი იყო.
“2014 წლის ნაშრომი სრულიად გაყალბებულია” – თქვა პიტერ ვუდმა, მკვლევრების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ.
