“ჰამასსა” და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმება შეფერხდა – მიზეზი დამატებითი პირობებია

“ჰამასსა” და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებას გულისხმობდა, შეფერხდა. როგორც BBC წერს, მიზეზი “ჰამასის” მხრიდან წამოყენებული დამატებითი მოთხოვნებია.
ბრიტანული მაუწყებლის ჟურნალისტი წერს, რომ ჯერ უცნობია, რა დამატებით პირობებს აყენებს “ჰამასი”.
შეთანხმების ფარგლებში, ცეცხლის ოთხდღიანი შეწყვეტის პარალელურად, “ჰამასმა” 50 ისრაელელი მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ხოლო ისრაელმა – 150 პალესტინელი დაკავებული.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების განხორციელება დღეს დილიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პარასკევამდე გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა