„ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა – 39 პალესტინელი პატიმარი

„ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა – 39 პალესტინელი პატიმარი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
გათავისუფლებულ ისრაელელებს შორის უმრავლესობა – 8 ადამიანი – ბავშვია.
ცნობისთვის, პარასკევს, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებულ მძევალთა პირველ ჯგუფში მხოლოდ 4 ბავშვი იყო.
მძევლები წითელი ჯვრის სასწრაფო დახმარების მანქანებით ღაზას სექტორიდან ეგვიპტეში გადაიყვანეს, ეგვიპტიდან კი კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტის გავლით – ისრაელში, სადაც ისინი უკვე საავადმყოფოებში გადაანაწილეს სამედიცინო დახმარებისა და მონიტორინგისთვის.
ისრაელის ქალაქ რამათ-განში მდებარე შებას სამედიცინო ცენტრის დირექტორის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლებულ პირებს მძევლობაში გატარებული დრო ეტყობათ, არც ერთ მათანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა