“ჰამასმა” 12 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა | ტაილანდის პრემიერი

ტაილანდის პრემიერმინისტრის სრეტა ტავისინის ინფორმაციით, “ჰამასმა” 12 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა.
მისივე ინფორმაციით, საელჩო სამშობლოში მათ დასაბრუნებლად ემზადება. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, სად იმყოფებიან ყოფილი მძევლები.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ს თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობ გამოაცხადა.