ჰამასმა ხელი მოაწერა “ეროვნული ერთობის” შეთანხმებას სხვა პალესტინურ დაჯგუფებებთან

პალესტინელთა ექსტრემისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც -სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არს მიჩნეული, 23 ივლისს პეკინში ხელი მოაწერა შეთანხმებას სხვა პალესტინურ ორგანიზაციებთან, რომელთა შორის არის ჰამასის მეტოქე ფათაჰი. შეთანხმების მიზანია „ეროვნული ერთობის“ მიღწევა. როგორც ჩინეთმა განაცხადა, შეთანხმება ეხება ღაზის სექტორის ერთობლივად მართვას ომის დასრულების შემდეგ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ, რომელმაც უმასპინძლა ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელს, მუსა მარზუკსა და ფათაჰის წარგზავნილს, მაჰმუდ ალ-ალულს, ასევე პალესტინელთა 12 სხვა დაჯგუფების წარმომადგენლებს, განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, ჩამოაყალიბონ „ეროვნული შერიგების დროებითი მთავრობა“, რათა ომის შემდეგ მართონ ღაზა.
ჩინეთი ცდილობს, შუამავლის როლი ითამაშოს კონფლიქტში, რომელსაც სირთულეს მატებს ის გარემოებაც, რომ დაძაბული ურთიერთობებია ღაზის სექტორის მმართველ ჰამასსა და ფათაჰს შორის. ფათაჰი ნაწილობრივ მართავს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს.
ისრაელმა პირობა დადო, რომ ბრძოლას განაგრძობს მანამდე, სანამ სრულად გაანადგურებს ჰამასს.
· 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. შეიარაღებული ჯგუფები ს ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ.
· ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი ჰამასის მძევლობაში აღმოჩნდა.
· ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში მასშტაბური ოპერაცია დაიწყო.
· 2023 წელს, დროებითი ზავის პერიოდში, ჰამასის მძევლობიდან გაათავისუფლეს 100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მთავრობის მონაცემებით, ტყვეობაში რჩება 120-ზე მეტი. მათგან 41 დაღუპულადაა მიჩნეული.
· ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე დაიღუპა 39 000-მდე პალესტინელი. ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
· ისრაელს არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია ადანაშაულებს ღაზაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, გადადოს საკითხის განხილვა ისრაელის პრემიერ-მინისტრ სა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემის თაობაზე ღაზის სექტორში სამხედრო დანაშაულების ჩადენის ბრალდებით.