ჰამასმა წითელ ჯვარს გადასცა ოთხი მძევლის გვამი

წითელ ჯვარს ჰამასმა (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) 20 თებერვლის დილით გადასცა ოთხი ისრაელელი მძევლის გვამები.
ისინი 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს და ღაზაში დაიღუპნენ.
მათ შორის ორი ბავშვი იყო, არიელ ბიბასი, რომელიც გატაცებისას ოთხი წლისა იყო და მისი ძმა, კფირი, რომელიც ცხრა თვისა იყო.
გადაცმულია ასევე მათი დედის, შირის და კიდევ ერთი მძევლის, ოდედ ლიფშიცის გვამი. წითელი ჯვრის ავტომანქანა, რომელშიც იმყოფებოდა ოთხი კუბო, ღაზის სექტორიდან სკენ გაემართა.
დაღუპული ბავშვების მამა, იარდენ ბიბასი ადრე გაათავისუფლეს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ეტაპზე. ის ოჯახისგან განცალკევებით ჰყავდათ დაკავებული.
ბიბასების ოჯახის ბედი ისრაელის საზოგადოებისთვის 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. პრემიერმინისტრმა, მ დღევანდელ დღეს ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დღე უწოდა.
ჰამასმა ადრე, 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ბავშვები და მათი დედა ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპნენ. გვამების გადაეცმის დროს ჰამასმა გაიმეორა მძევლების დაღუპვაში ისრაელის ბრალდება.
ისრაელის ოფიციალურმა ხელისუფლებამ ბოლო დრომდე მათი დაღუპვა არ დაადასტურა. დამოუკიდებელი წყაროების დასტური მათი დაღუპვის გარემოების შესახებ არ მოიპოვება.
იარდენ ბიბასმა და მათმა ნათესავებმა განაცხადეს, რომ საქმის გამოძიებას შეეცდებიან. მძევლების გვამების გადაცემა მოხდა ადრე დადებული შეთანხმების ჩარჩოებში: 22 თებერვალს დაგეგმილია ექვსი მძევლის გადაცემა, ხოლო სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან გაუშვებენ რამდენიმე ასეულ პალესტინელ პატიმარს. ამგვარად დასრულდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამ ეტაპის პირობების შესრულება.
ღაზაში რჩება კიდევ 60 მძევლი, რომელთაგან, არსებული მონაცემებით, ცოცხალია დაახლოებით ნახევარი. მოლაპარაკება მეორე ეტაპის შესახებ გრძელდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას