“ჰამასმა” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია – ტერორისტებს ჯარისკაცები და მოქალაქეები ერთად გაუსწორდნენ

იერუსალიმში სამოქალაქო პირებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ჰამასმა” აიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში “ჰამასი” მიესალმება ტერორისტული აქტის მომწყობი ძმების, მურად და იბრაჰიმ ნიმერების მიერ განხორციელებულ თავდასხმას და წერს, რომ ძმები “ჯიჰადის მოწამეები” არიან.
“ჰამასის” განცხადებას ს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ გვირი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ტერორისტული აქტით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა.
“ერთი ხელით “ჰამასი” ხელს აწერს ცეცხლის შეწყვეტას, მეორე ხელით კი ტერორისტებს აგზავნის, რათა იერუსალიმში ებრაელები დახოცოს. ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არამედ ეს არის გაგრძელება [ტერორისტული თავდასხმების] შეკავებისა და დათმობის კონცეფციისა, რომელმაც ადამიანების ხოცვა მოგვიტანა. ეს კი ეს სინვარს [ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი ]იმედს აძლევს, რომ ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოვა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეშმაკთან მოლაპარაკებები და დაუყოვნებლივ დავუბრუნდეთ ბრძოლას”, – ამბობს მინისტრი.
თავდასხმა იერუსალიმის შესასვლელთან დღეს, ადგილობრივი დროით 7:40 საათზე, განხორციელდა, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა. შეიარაღებულმა ტერორისტებმა იერუსალიმის შესასვლელთან ავტობუსის გაჩერებაზე სამოქალაქო პირებს გაუხსნეს ცეცხლი. მათ საპასუხო ცეცხლი ორმა ჯარისკაცმა და შეიარაღებულა მოქალაქემ გაუხსნეს. ორივე ტერორისტი ადგილზევე მოკლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით