ჰამასმა ყველა ცოცხალი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

ჰამასმა ყველა ცოცხალი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა და ისრაელს გადასცა.
ს ოფიციალური პირების ცნობით, ჰამასისი ტყვეობაში, სავარაუდოდ, 20 ცოცხალი მძევალი იყო დარჩენილი.
ისრაელ-ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ჰამასმა მძევლები ორ ეტაპად გაათავისუფლა, ჯერ 7, შემდეგ კი 13 ტყვე გადასცა ისრაელს.
დღესვე ისრალეში ჩავიდა -ს პრეზიდენტი . ის ქნესეთში სიტყვით გამოვიდა და ისრაელელი მძევლების ოჯახებს შეხვდა.
Politico-ს ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქნესეთის სტუმრების წიგნში ხელი მოაწერა.
„ეს ჩემთვის დიდი პატივია. დიდი და ლამაზი დღე, ახალი დასაწყისი“, – დაწერა მან.
მედიის ცნობით, ჟურნალისტების შეკითხვას ღაზაში ომის დასრულებაზე, ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ომი დასრულდა.
Politico-ს ინფორმაციით, ტრამპი და ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი, შარმ-ელ-შეიხში მშვიდობის სამიტს უხელმძღვანელებენ, სადაც ომის დასრულების შეთანხმებას ხელს მოაწერენ.
ბოლო ინფორმაციით, შარმ-ელ-შეიხში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს დაესწრება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი .
ღაზის ხელისუფლების ცნობით, 67 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დასახლების დიდი ნაწილი მიწასთან გასწორდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სასაზღვრო თავდასხმაზე სამხედრო რეაგირება დაიწყო. ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს ღაზაში.

ასევე დაგაინტერესებთ