„ჰამასმა“ ოთხი მძევლის ცხედარი „წითელ ჯვარს“ გადასცა

„ჰამასმა“ ოთხი მძევლის ცხედარი „წითელ ჯვარს“ გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ჰამასმა“ 32 წლის შირი ბიბასი, მის შვილებთან, 4 წლის არიელთან და 9 თვის კფირთან ერთად 2023 წლის 7 ოქტომბერს, ნირ ოზის კიბუციდან გაიტაცა.
მეოთხე ცხედარი ოდედ ლიფშიცს ეკუთვნის, რომელიც გატაცებისას 83 წლის იყო.
„წითელმა ჯვარმა“ მძევლების ცხედრები ს თავდაცვის ძალებს გადასცა.
ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა. „ჰამასი“ შაბათს კიდევ ექვს მძევალს გაათავისუფლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო კირთაძე – 2008 წელს საქართველოში არ ვიცოდით, ვინ იყო ივანიშვილი, რა „დიფ-სთეითი“? კრიმინალს გადაეყარა და ამას გადააყოლა ქვეყნის ინტერესები, „იგლ ჰილსის“ პროექტზე კი, მედიის და ოპოზიციის მიერ არასწორი კუთხით მოხდა დარტყმა