„ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი ქალი ჯარისკაცი – კარინა არიევი, ნაამა ლევი, დანიელა გილბოა და ლირი ალბაგი გაათავისუფლა.
მძევლები „წითელმა ჯვარმა“ ისრაელის თავდაცვის ძალებს გადასცა.
სანაცვლოდ, ისრაელი 200 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.
შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ გასულ კვირას სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. შეთანხმების პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..