პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ორი ისრაელელი მძევლის ცხედარი გადასცა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამის შესახებ კვირას, 19 ოქტომბერს, ღამით განაცხადეს.
ერთ-ერთი მსხვერპლი იყო რონენ ენგელი, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს კიბუც ნირ ოზზე თავდასხმის დროს მოკლეს. ისოჯახის დასაცავად დაიღუპა. მისი მეუღლე და ორი ქალიშვილი მძევლად აიყვანეს და იმავე წლის ნოემბერში გაათავისუფლეს.
მეორე იდენტიფიცირებული ცხედარი 30 წლის ტაილანდის მოქალაქე სონტაი ოაკჰარასრია. ის 2023 წლის 7 ოქტომბერს კიბუც ბეერიში მოკლეს და მისი ცხედარი ღაზაში გადაასვენეს. ოაკჰარასრის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა ისრაელის არმიამ 2024 წლის მაისში.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ჰამასი ვალდებულია ისრაელს გარდაცვლილი
მძევლების 28 ცხედარი დაუბრუნოს. ღაზიდან ნეშტის გადაცემის დაწყებიდან მოყოლებული, დაჯგუფებამ 13 ცხედარი დააბრუნა.
19 ოქტომბერს ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ღაზაზე და შეწყვიტა იქ ჰუმანიტარული დახმარების შეშვება. არმიამ აცხადებს, რომ მის სამხედროებს თავს დაესხნენ და ჰამასმა ზავის პირობები დაარღვია. ჰამასმა განაცხადა, რომ ამ ისრაელის სამხედროებზე თავდასხმის შესახებ თავდასხმის შესახებ არაფერი იცის.
ისრაელმა და ჰამასმა 9 ოქტომბერს ხელი მოაწერეს აშშ -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინიციატივო შეთანხმებას, რომლის პირველი ფაზაც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო საომარი მოქმედება დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ჰამასის ხელმძღვანელობით ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმის საპასუხოდ. ჰამასის მეთაურობით შეტევას ისრაელის სამხრეთში ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. ისრაელის მონაცემებით, 251 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს.
ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.
ფორუმი