„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „ჰამასის“ მებრძოლები ცხედრის მოსაძებნად ღაზაში, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრების თანხლებით შევიდნენ.
წითელმა ჯვარმა ცხედარი ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალებს გადასცა, რომლებმაც ის იდენტიფიცირებისთვის ისრაელში გადაასვენეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ცხედრის იდენტიფიცირების შემთხვევაში ღაზაში 12 ისრაელელი მძევლის ცხედარი დარჩება.




