„ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ 20 ადამიანი გაათავისუფლა

„ჰამასმა“, კვირას ღამით, დან გატაცებული 20 ადამიანი გაათავისუფლა. ამის შესახებ ებრაული მედია იტყობინება.
საუბარია 13 ისრაელელზე და შვიდ უცხოელზე. ისინი ეგვიპტესა და ღაზას სექტორის საზღვარზე რაფაჰის საგუშაგოზე გადაიყვანეს და იქიდან ისრაელში გაემგზავნენ.
შეთანხმების თანახმად, ისრაელმა, თავის მხრივ, უნდა გაათავისუფლოს რამდენიმე პალესტინელი პატიმარი.
ტყვეების გაცვლა მიმდინარეობს ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში „ჰამასსა“ და ისრაელს შორის, რომელიც პარასკევს დაიწყო.