შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა სამი პირობა წამოაყენა ღაზის სექტორში ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. ეს მოიცავს ისრაელელი მძევლების გაცვლას ისრაელის ციხეებში მყოფ პალესტინელ პატიმრებზე, ჯარების სრულ გაყვანას სექტორიდან და ვალდებულებას, რომ აგრესია არ განახლდება, განუცხადა დაჯგუფების სპიკერმა ჰაზემ კასემმა ტელეარხ Al Jazeera-ს.
მანამდე ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰამასის დელეგაცია კაიროში ჩავიდა შეთანხმების მეორე ეტაპის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ისრაელი, თავის მხრივ, ორშაბათს კატარში გაგზავნის დელეგაციას, განაცხადეს პრემიერ-მინისტრის ოფისში.
ამასთან, The Wall Street Journal-ი ისრაელის ფინანსთა მინისტრ ბეცალელ სმოტრიჩსა და რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელი აპირებს ღაზაში ჰამასზე ზეწოლა გაზარდოს ჯარების ახალი შესვლის ჩათვლით, ვინაიდან ამ სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
2 მარტს დასრულდა ჰამასსა და ისრაელს შორის ზავის და ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი ტყვეების მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმების პირველი ეტაპი. პირველ ეტაპზე გაათავისუფლეს ღაზაში მყოფი 44 ისრაელელი მძევალი, მათ შორის რვა დაღუპული. სანაცვლოდ ისრაელმა ციხეებიდან გამოუშვა ორი ათასი პალესტინელი. ისრაელის შეფასებით, ჯიჰადისტებს ჯერ კიდევ 60-მდე ადამიანი დარჩათ, რომელთაგან ნახევარი სავარაუდოდ გარდაცვლილია.
წყარო: რადიო თავისუფლება
