ჰამასმა დაადასტურა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის სიკვდილი

პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, ს, ევროკავშირისა და -ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური დაიღუპა ლიბანში მომხდარი აფეთქების შედეგად. მედიასაშუალებებით 2 იანვარს გავრცელებული ეს ინფორმაცია დაადასტურა ჰამასმა, რომლის მონაცემებით, მოკლულია კიდევ 2 მეთაური და ორგანიზაციის 4 სხვა წევრი.
ლიბანის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, აფეთქება 2 იანვარს მოხდა ჰამასის ოფისში, რომელიც ბეირუთის გარეუბან დაჰიაში მდებარეობს.
57 წლის სალეჰ ალ-არური ჰამასის იერარქიაში მეორე პირად ითვლებოდა. ის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე და მოძრაობის სამხედრო ფრთის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეთაური იყო და მჭიდრო კავშირი ჰქონდა ირანთან და ლიბანში მოქმედ რადიკალურ დაჯგუფება ჰეზბოლასთან. ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. მის მკვლელობაში ჰამასმა ისრაელი დაადანაშაულა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში.
ისრაელის არმია 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში აწარმოებს ომს ჰამასის წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობის ფართომასშტაბიანი თავდასხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი დიასპორები არცთუ მრავალრიცხოვანია, მაგრამ ძლიერი და მყარი დასაყრდენია ქვეყნისთვის, ისინი ჩვენით არიან ძლიერნი, ჩვენ კი მათით – მადლობა ქართულ ეკლესიას და თითოეულ დიასპორელს ამ გმირობისთვის