ჰამასმა გაათავისუფლა ექვსი ისრაელელი მძევალი, იწურება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპი

პალესტინელთა ორგანიზაცია ჰამასმა, რომელიც -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ჯგუფადაა აღიარებული, გაათავისუფლა ექვსი ისრაელელი მძევალი – უკანასკნელი ცოცხლად დარჩენილი პირები 33 ადამიანისგან შემდგარი იმ ჯგუფიდან, რომელთა გათავისუფლებაც გათვალისწინებული იყო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის დროს. გათავისუფლებულთაგან ორი პირი ჰამასის ტყვეობაში იყო თითქმის ათწლეულის განმავლობაში.
ს პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი პლატფორმაზე X მიესალმა მათ გათავისუფლებას “ჯოჯოხეთის ჯურღმულებიდან, რათა დაიწყონ განკურნების და გამოჯანმრთელების პროცესი, სიყვარულით თავიანთ ოჯახებთან ერთად”.
სანაცვლოდ, ისრაელმა უნდა გაათავისუფლოს 602 პალესტინელი პატიმარი, რათა დასრულდეს მძევლების და პატიმრების გაცვლის პროცესი, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ფაზასთან შესაბამისად.
რამდენიმე ფაზისგან შემდგარი შეთანხმება 19 იანვარს ამოქმედდა, თუმცა მოლაპარაკება ჯერ არ გამართულა მეორე ფაზაზე გადასვლის შესახებ – რომელიც მოიცავს ღაზაში ომის საბოლოოდ დასრულებას.
“მძევალთა შეთანხმების აღსრულება არის ჰუმანიტარული, მორალური და ებრაული აუცილებლობა” – წერს ჰერცოგი.
ომი დაიწყო მას მერე, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა სამხრეთ ისრაელზე მიიტანა იერიში, მოკლა 1200-მდე ადამიანი და დაატყვევა 251 პირი.
ისრაელმა პასუხად პალესტინელთა ამ ანკლავში აწარმოვა დამანგრეველი ომი, რომელსაც, ღაზის ჯანდაცვის წარმომადგენელთა ცნობით, 46 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ჰამასს მკაცრად აკრიტიკებენ ისრაელელი მძევლების გათავისუფლების პროცესის საჯარო სანახაობად გადაქცევის გამო.
მიმდინარე კვირაში გაერომ და “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა” ჰამასი დაგმეს ღაზაში ისრაელელი მძევლების ცხედრების ჩამოტარებისთვის.
ფორუმი