ჰამასი: ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმება 23 ნოემბერს დილის 10 საათზე ამოქმედდება

ჰამასის ოფიციალური წარმომადგენლის, მუსა აბუ მარზუკმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში თქვა, რომ დროებითი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელთან 23 ნოემბრის დილის 10 საათიდან ამოქმედდება.
ჰამასის წარმომადგენლის ცნობით, გათავისუფლებული მძევლების დიდი ნაწილი უცხოეთის მოქალაქეა. ს მხარე აქამდე ამტკიცებდა, რომ მძევლები ძირითადად ისრაელის მოქალაქეები იქნებოდნენ. მძევლების ეროვნების შესახებ ისრაელის ოფიციალურ პირებს ჯერ განცხადება არ გაუვრცელებიათ.
ჰამასის განცხადება მოჰყვა ისრაელის მიერ 22 ნოემბრის დილას გავრცელებულ ინფორმაციას ცეცხლის შეწყვეტის და ტყვეების გათავისუფლების შესახებ შეთანხმაზე. შეთანხმების მიხედვით, ჰამასი 50 ტყვეს გაათავისუფლებს, 30 ბავშვს და 20 ქალს. სანაცვლოდ, ისრაელი მზადაა 150 პალესტინელი პატიმარი ციხიდან გამოუშვას.
გავრცელებული ინფორმაციით, ტყვეების გათავისუფლების პროცესი ოთხ ეტაპად განხორციელდება და თავდაპირველად ჰამასი 10 მძევალს გამოუშვებს. ისრაელის ომის კაბინეტის ცნობით, ჰამასის მიერ პირველი მძევლის გათავისუფლებიდან 10 დღის მანძილზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იმუშავებს.