ღაზას სექტორის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმმა – „ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფმა საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო სამსახურმა – მოსახლეობას მოუწოდა, არ მიუახლოვდნენ იმ ტერიტორიებს, სადაც ისრაელის ძალები არიან განლაგებული.
უწყებამ ასევე მოსახლეობას მოუწოდა, არ მიუახლოვდნენ ანკლავის საზღვრებს მანამ, სანამ ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანის შესახებ ოფიციალურ განცხადებას არ გაკეთდება.
„ამ გაფრთხილების დარღვევა თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო სამსახურის განცხადებაში.
