„ჰამასი“ – სიონისტურ ერთეულზე „ჰეზბოლას“ დარტყმა ისრაელის მთავრობისთვის სილის გაწვნაა

დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ ს წინააღმდეგ „ჰეზბოლას“ მხრიდან განხორციელებულ დარტყმებს მიესალმება და ძლიერ და ფოკუსირებულ პასუხად აფასებს.
„ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ძლიერი და ფოკუსირებული პასუხი იყო, დარტყმა სიონისტური ერთეულის სიღრმეში, რომელიც ისრაელის მთავრობისთვის სილის გაწვნაა“, – აღნიშნულია „ჰამასის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენებით, სამხრეთ ლიბანში განლაგებული „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო გამშვებების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე თავდასხმის განხორციელების გეგმების შესახებ შეიტყვეს. „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ 320-ზე მეტი რაკეტა და დრონები გაისროლა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი დაჯგუფებამ თავდასხმის დროს, დაახლოებით, 210 რაკეტა და 20 დრონი გამოიყენა. მათივე ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი შეაჩერეს, ზოგიერთმა კი დაზიანება და ადამიანების დაშავება გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბევრი რაკეტა ღია ტერიტორიებზე დაეცა.