ჰამასი რუსეთის 2 მოქალაქეს პუტინის პატივისცემის ნიშნად გაათავისუფლებს

ჰამასი ს 2 მოქალაქეს ვლადიმირ პუტინის პოზიციისადმი “დაფასების” ნიშნად გაათავისუფლებს.
ამის შესახებ ტერორისტული ორგანიზაციის პოლიტიკური ფრთის მაღალჩინოსანმა, მუსა აბუ მარზუკმა ისაუბრა.
რუსეთის ორი მოქალაქის გათავისუფლება მოხდება 10 ისრაელელის წითელი ჯვრისთვის გადაცემის პროცესის პარალელურად, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, რაც კატარის, ეგვიპტისა და -ს შუამავლობით შედგა. უცნობია თავად რუსეთის 2 მოქალაქეს აქვს თუ არა ს მოქალაქეობაც.
მძევლად აყვანილი რუსი ებრაელების ნათესავები გასულ დღეებში კრემლს ახლობლების გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვდნენ. მოსკოვი შუამავლობდა ერთ-ერთი მსგავსი მძევლის, რონი კრივოის გათავისუფლებას.