„ჰამასი“ პალესტინური სახელმწიფოს შექმნამდე განიარაღებაზე უარს ამბობს

„ჰამასი“ არ დაყრის იარაღს მანამ, სანამ პალესტინური სახელმწიფო არ შეიქმნება, – აღნიშნულია დაჯგუფების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ეროვნული უფლებების სრული აღდგენის გზით, პირველ რიგში დამოუკიდებელი, სრულიად სუვერენული პალესტინური სახელმწიფოს შექმნით, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმში იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ჰამასში“ აღნიშნეს, რომ განცხადება -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფისადმი პასუხია, რომელმაც აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ იარაღის დაყრისკენ მზადყოფნა გამოხატა.
„ჰამასის“ განიარაღებას კონფლიქტის დასრულებისთვის საჭირო ნებისმიერი შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად პირობად მიიჩნევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვანცენტ ხაბეიშვილი თამარ ცაგარეიშვილს: ქალბატონო თამარ, სანქცია არ არის “სისხლის გუბე”, არც მეტაფორულად, არც რეალურად. აი, ნამდვილ სისხლის გუბეებში კი იწვნენ (და ვიწექით), როგორც თქვენ ამბობთ – “კოლეგები”