„ჰამასი“ მძევალს გაათავისუფლებს, რომელიც -ისრაელის მოქალაქეა

“ჰამასი” აცხადებს, რომ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობის ფარგლებში, -ისრაელის მოქალაქეს, მძევალ ედან ალექსანდერს გაათავისუფლებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის წინ მიიღეს, რომელიც სამშაბათს არის დაგეგმილი. „ჰამასმა“ განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯის მიზანი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის შესახებ შეთანხმების ხელშეწყობაცაა.
ედან ალექსანდერის მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა და ამას „მონუმენტალური ამბავი“ და „კეთილი ნებით გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.
ცნობისთვის, „ჰამასმა“ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს 250-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. 59 ადამიანი დღემდე ტყვეობაში იმყოფება, რომელთაგან 24, სავარაუდოდ, ცოცხალია.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის