ჰამასი: თუკი ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებთ, ღაზიდან მძევლები ცოცხლები ვერ გამოვლენ

ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია იმუქრება, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მძევლები ღაზის სექტორიდან ცოცხლები ვერ გამოვლენ. მუქარა ჰამასის სამხედრო ფრთის ალ-კასამის ბრიგადების სპიკერმა აბუ ობეიდამ ტელევიციით გაავრცელა.
ჰამასის ტყვეობაში ამ დრომდე 137 მძევალი რჩება. 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის ტერორისტებმა 240 მძევალი აიყვანეს. მათი ნაწილი ჰამასმა ს მხრიდან დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სანაცვლოდ გამოუშვა.
დარჩენილი მძევლებიდან ათი 75 წელს გადაცილებულია. მძველებს შორის 126 ისრაელის, 11 კი უცხოეთის, მათ შორის 8 ტაილანდის მოქალაქეა.