“ჰამასი“ ექვს მძევალს გაათავისუფლებს და ისრაელი პალესტინელებს ჩრდილოეთ ღაზაში დაბრუნების საშუალებას მისცემს

“ჰამასი” ამ კვირაში ექვს მძევალს გაათავისუფლებს და ორშაბათიდან ღაზის მოსახლეობას ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს, -BBC-ის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ გააკეთა.
გასათავისუფლებელი მძევლებს სიაში შედის სამოქალაქო პირი არბელ იეჰუდი. შაბათს ისრაელმა გამოაცხადა, რომ ღაზას მოსახლეობისთვის ჩრდილოეთ გადასასვლელი არ გაიხსნება მანამ, სანამ, შეთანხმების შესაბამისად, არბელ იეჰუდს არ გაათავისუფლებენ.
ნეთანიაჰუს ინფორმაციით, პარასკევს „ჰამასი“ არბელ იეჰუდთან ერთად ორ სხვა მძევალსაც გაათავისუფლებს, შაბათს კი კიდევ სამ მძევალს გაათავისუფლებენ. ისრაელი ორშაბათს პალესტინელებს ჩრდილოეთით გადაადგილების ნებას მიცემს, მოგვიანებით, მიმდინარე კვირაში კი პალესტინელ პატიმრებს გაათავისუფლებს.
შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის და მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლების შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ 7 ისრაელელი მძევალი და 200-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.