ჰამასი აცხადებს, რომ შეისწავლის წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს, გამორიცხავს ძირითად პირობებს

AP-ის ინფორმაციით, -ში და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული დაჯგუფების – ჰამასის ოფიციალურმა პირებმა 2 თებერვალს განაცხადეს, რომ შეისწავლიან შეთავაზებულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მოიცავს ხანგრძლივ პაუზებს საომარ მოქმედებებში ღაზაში და ისრაელელი მძევლების გაცვლას პალესტინელ პატიმრებში, თუმცა, ამავე დროს, როგორც ჩანს, გამორიცხავს მის ზოგიერთ მნიშვნელოვან კომპონენტს.
ოსამა ჰამდანმა, ჰამასის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა, ბეირუთში განაცხადა, რომ დაჯგუფება კვლავ თავისი თავდაპირველი მოთხოვნების ერთგულია ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის შესახებ. ჰამდანმა ასევე განაცხადა, რომ დაჯგუფება ითხოვს ათასობით პალესტინელის გათავისუფლებას, რომლებიც პატიმრობაში არიან ისრაელთან კონფლიქტთან დაკავშირებული ქმედებებისთვის და რომელთა შორის არიან ისინიც, ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. მან ორი ადამიანი დაასახელა, მათ შორის მარვან ბარგუტი, პალესტინის აჯანყების პოპულარული ლიდერი, რომელიც გამაერთიანებელ ფიგურად მიიჩნევა.
ჰამდანის მოთხოვნა პატიმრების შესახებ ყველაზე დეტალური იყო, რომელიც დაჯგუფებას საჯაროდ დღემდე გამოუქვამს. დაჟინებულმა მოთხოვნამ პატიმრების ფართომასშტაბიანი გათავისუფლებისა და ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, დაჯგუფებას უთანხმოება შეუქმნა მრავალეტაპიან შეთავაზებასთან, რომელიც ეგვიპტის, ს, კატარისა და შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა წამოაყენეს ამ კვირაში.
ეს წინადადება არ მოიცავს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას. ჰამდანმა ლიბანის სატელევიზიო არხ LBC-ს 2 თებერვალს განუცხადა, რომ “ეს არანაირად არ იქნება მისაღები“ – ის გულისხმობდა შემოთავაზებულ თანმიმდევრულ პაუზებს საომარი მოქმედებების დროს.
ისრაელის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას ჰამასის განადგურებამდე, მაშინაც კი, როცა თანხმდებიან ხანგრძლივ პაუზებზე, რასაც თან ახლავს მძევლების გათავისუფლება. ჰამასმა და სხვა დაჯგუფების მებრძოლებმა დაახლოებით 250 მძევალი შეიპყრეს 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს ისრაელის სამხრეთზე, რასაც მოჰყვა ომი.
მათ კვლავ ათობით ადამიანი ჰყავთ დატყვევაებული მას შემდეგ, რაც 100-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს ერთკვირიანი ზავის დროს ნოემბერში, 240 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ. ისრაელის შეტევის დაწყების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, ღაზის სექტორში 27 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და 66 000 დაიჭრა. კონფლიქტმა ასევე მიწასთან გაასწორა პატარა სანაპირო ანკლავის დიდი ნაწილი, გამოიწვია მისი მოსახლეობის 85%-ის იძულებითი გადაადგილება და მოსახლეობის მეოთხედი შიმშილამდე მიიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს