„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ზავის მიღწევის შესახებ მოლაპარაკებებს წყვეტს

დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალჩინოსნის განცხადებით, ისინი ღაზის სექტორში მიმდინარე ომში ზავის მიღწევასა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს წყვეტენ, რისი მიზეზიც ს მიერ პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტა და მოლაპარაკებების მიმართ მისი დამოკიდებულებაა, – ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს.
მაღალჩინოსნის განცხადებით, „ჰამასის“ პოლიტიკურმა ლიდერმა, ისმაილ ჰანიემ საერთაშორისო შუამავლებს განუცხადა, რომ „მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზი ოკუპანტის (ისრაელის) არასერიოზულობა, გაჭიანურებისა და დაბრკოლებების უწყვეტი პოლიტიკა და უიარაღო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე ხოცვა-ჟლეტაა“.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ალ-მავასის ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 92 ადამიანი დაიღუპა, 300 კი – დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ