ჰამასი აცხადებს, რომ არ განიარაღდება პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებამდე

აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა პალესტინურმა ჯგუფმა, ჰამასმა 3 ივლისს განაცხადა რომ არ განიარაღდება პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნამდე.
გავრცელებულ განცხადებაში ჯგუფი ამბობს, რომ შეიარაღებული წინააღმდეგობა ვერ შეწყდება გარდა იმ შემთხვევისა, თუ სრულად აღდგება პალესტინელთა ეროვნული უფლებები – უწინარესად დამოუკიდებელი, სრულად სუვერენული პალეტინის სახელმწიფოს შექმნით, რომლის დედაქალაქი იერუსალიმი იქნება.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ ჰამასსა და ისრაელს შორის მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკებები გასულ კვირაში ჩიხში შევიდა და შეწყდა.
ღაზაში ამჟამად მიმდინარე საბრძოლო კამპანიას ბიძგი მისცა ჰამასის მებრძოლების მხრიდან 2023 წლის 7 ოქტომბერს ს სამხრეთზე განხორციელებულმა თავდასხმამ, რომლის დროსაც მოკლეს 1200-მდე ადამიანი, 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
ისრაელის მხრიდან საპასუხო ომის შედეგად ღაზის სექტორი – სადაც ორ მილიონზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს – დიდწილად ნანგრევებადაა გადაქცეული. ჰამასის მიერ მართული ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია 60 000-ზე მეტი ადამიანი, მათი უმეტესობა სამოქალაქო პირია.
მიმდინარე კვირაში საერთაშორისო ექსპერტები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ ღაზაში ვითარდება “შიმშილის ყველაზე მძიმე სცენარი”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან – განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად და გვსურს, ამაში ჩაერთოს ფართო წრეები, მთელი ჩვენი ხალხი, ხელისუფლება, ეკლესია, ახალგაზრდობა