ჰამასი: არ ვიცით მძევლებიდან ვინაა ცოცხალი და ვინ გარდაცვლილი

ჰამასის პოლიტიკური ბიუროს წევრმა ბასიმ ნაიმმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ჰამასს არ აქვს ინფორმაცია, ისრაელელი მძევლებიდან ვინაა ჯერ კიდევ ცოცხალი და ვინ გარდაცვლილი. აქამდე, ჰამასის წარმომადგენლები უარს ამბობდნენ ისრაელთან მოლაპარაკებების პროცესში ცოცხალი მძევლების სიის გადაცემაზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების პროცესს ართულებდა.
“პირველ რიგში, ტექნიკურად და პრაქტიკულად, ახლა შეუძლებელია ზუსტად ვიცოდეთ ვინაა ცოცხალი და ვინ გარდაიცვალა ს დაბომბვების სერიის შედეგად ან ვინ გარდაიცვალა ისრაელის ბლოკადის გამო” – თქვა ნაიმმა.
ბასიმ ნაიმის თქმით, მძევლები ღაზის სექტორში სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად არიან განაწილებული და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სწორედ ამ ინფორმაციის მოგროვებისთვისაა აუცილებელი.