“ჰამასი” ამბობს, რომ ზავის დაუცველობის შემთხვევაში, მძევლებს არ გაათავისუფლებს

“ჰამასის” ერთ-ერთი ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ისრაელელი მძევლები ღაზის სექტორიდან შინ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებიან, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას პატივს სცემს. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანამდე თქვა, რომ თუ მძევლები არ გათავისუფლდებიან, ის მათ “ჯოჯოხეთს დაატეხდა თავს”.
დაჯგუფება “ჰამასი”, რომელიც სექტორს აკონტროლებს, და რომელიც ამერიკას და ბევრ დასავლურ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, ბოლო დღეების განმავლობაში მძევლებს ეტაპობრივად ათავისუფლებდა, თუმცა დარჩენილი მძევლების გამოშვება მან განუსაზღვრელი ვადით გადადო. ამაში კი ისრაელი დაადანაშაულა, რადგან ის მისი თქმით, ცეცხლს არ წყვეტს და ჰუმანიტარული დახმარების გადაცემასაც ხელს უშლის.
ისრსელი უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ დახმარების სექტორში შეტანას ხელს უშლის და ამბობს, რომ ცეცხლი მხოლოდ მათ გაუხსნა, ვინც გაფრთხილებები უგულებელყო და ისრაელის პოზიციებთან მიახლოებას მაინც ცდილობდა.
დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ “ჰამასმა” ყველა მძევალი უნდა გაათავისუფლოს, თუ ასე არ მოხდა, ის ისრაელ-“ჰამასს” შორის მიღწეულ და 19 იანვარს ამოქმედებულ ზავს გააუქმებს.
ისრაელის პრემიერმა მ, ვინც ს პირველი უცხოელი ლიდერი სტუმარი იყო თეთრ სახლში, თქვა, რომ სასტიკ ნაბიჯებსაც გადადგამს იმისთვის, რომ ცოცხალი თუ გარდაცვლილი ადამიანები შინ დააბრუნოს.
მძევლები “ჰამასმა” ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმისას გაიტაცა. თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ამის შემდეგ ისრაელმა “ჰამასს” ომი გამოუცხადა, რასაც ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, რომელსაც “ჰამასი” აკონტროლებს, ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამერიკა წლებია ისრაელ-“ჰამასის” კონფლიქტის გადაწყვეტის გზად “ორი სახელმწიფოს პრინციპს” უჭერს მხარს. დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ღაზა ნანგრევებისგან უნდა გაიწმინდოს, ის პალესტინელებმა უნდა დატოვონ და ღაზა “ახლო აღმოსავლეთის რივიერად იქცეს”. ეს განცხადებები არაბულ სამყაროში დაგმეს.