„ჰამასის“ ხელმძღვანელი – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას დავთანხმდით

“ჰამასი” დათანხმდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც შუამავლებისგან, ეგვიპტისა და კატარისგან, ორი დღის წინ მიიღო, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ “ჰამასის” ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა.
“ორი დღის წინ მივიღეთ წინადადება ეგვიპტელი და კატარელი შუამავლებისგან. დადებითად განვიხილეთ და მივიღეთ”, – განაცხადა ხალილ ალ-ჰაიამ.
ამასთან, წყაროებმა უსაფრთხოების სამსახურიდან Reuters-ს განუცხადეს, რომ ეგვიპტემ მიიღო დადებითი მინიშნებები სგან ცეცხლის შეწყვეტის ახალ წინადადებასთან დაკავშირებით.
წყაროების ცნობით, წინადადება ითვალისწინებს „ჰამასის“ მიერ ყოველ კვირას ხუთი ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას.
ს პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ მან გამართა კონსულტაციების სერია შუამავლებისგან მიღებული წინადადების მიხედვით და რომ ისრაელმა შუამავლებს გადასცა კონტრწინადადება შეერთებულ შტატებთან სრული კოორდინაციით.
Reuters-მა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს მიმართა შეკითხვით, ისინიც დათანხმდნენ თუ არა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა