“ჰამასის” წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში ისრაელს ვერაფერი შეაჩერებს, ვერც – საერთაშორისო ზეწოლა –

“ჰამასის” წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში ისრაელს ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის, ვერც საერთაშორისო ზეწოლა”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
სამხრეთ ისრაელის სამხედრო ბაზაზე, ჯარისკაცებთან საუბრისას, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე.
“მინდა, ნათლად ვთქვა: ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე. ასეთი შეკითხვა საერთოდ არ არსებობს, ამას ვამბობ ასევე საერთაშორისო ზეწოლის ფონზე. ვერაფერი შეგვაჩერებს, მივდივართ ბოლომდე, გამარჯვებისკენ, ვიდრე “ჰამასი” არ განადგურდება”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო

ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და განვიხილეთ, მათ შორის, თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინული ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე