„ჰამასის“ წარმომადგენელი – დონალდ ტრამპის მუქარა საქმეს კიდევ უფრო ართულებს

დონალდ ტრამპის მუქარა საქმეს კიდევ უფრო ართულებს, – ამის შესახებ „ჰამასის“ წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ განაცხადა.
„ტრამპს უნდა ახსოვდეს, რომ შეთანხმება არსებობს, რომელსაც პატივი ორივე მხარემ უნდა სცეს და ეს პატიმრების (მძევლების) დაბრუნების ერთადერთი გზაა. მუქარის ენას აზრი არ აქვს და ეს საქმეს კიდევ უფრო ართულებს“, – განაცხადა სამი აბუ ზუჰრიმ.
შეგახსენებთ, „ჰამასმა“ გუშინ ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მძევლებისა და პატიმრების მომდევნო გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
-ის პრეზიდენტი, „ჰამასს“ დაემუქრა და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის გაუქმებისკენ მოუწოდა, იმ შემთხვევაში, თუ „ჰამასი“ ღაზაში დარჩენილ მძევლებს შაბათს არ გაათავისუფლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს