„ჰამასის“ წარმომადგენელთა ინფორმაციით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 12 000-ს გადააჭარბა

„ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 12 000-ს გადააჭარბა.
მათივე ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულ პალესტინელთა შორის 5 000 ბავშვია.
ამასთან, პალესტინის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს „ჰამასის“ წარმომადგენელთა ოფიციალურ განცხადებებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 3 570-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 1 800 ბავშვი დაკარგულად ითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა