ჰამასის შეთავაზება ისრაელელ-ამერიკელი მძევლის გათავისუფლებაზე ისრაელმა უარყო, როგორც “ფსიქოლოგიური ომი”

Reuters-ის ცნობით, ჰამასმა (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) განაცხადა, რომ დათანხმდა ორმაგი – ამერიკისა და ს – მოქალაქეობის მქონე პირის გათავისუფლებას, თუ ისრაელი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპს ომის საბოლოოდ დასრულებისთვის.
ეს შეთავაზება ისრაელმა უარყო, როგორც “ფსიქოლოგიური ომი”.

ჰამასმა განაცხადა, რომ ის გამოვიდა ისრაელის არმიის 21 წლის ჯარისკაცის, ნიუ-ჯერსის მკვიდრის, ედან ალექსანდერის გათავისუფლების წინადადებით მას შემდეგ, რაც შუამავლებისგან მიიღო წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზაზე მოლაპარაკებების შესახებ – შეთანხმებისა, რომელმაც შეაჩერა ძირითადი საბრძოლო მოქმედებები 19 იანვრის შემდეგ, მაგრამ გაურკვეველ მდგომარეობაში იყო ორი კვირის მანძილზე.

მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის დროებითი პირველი ეტაპი ამოიწურა 2 მარტს, ისრაელმა უარი თქვა მოლაპარაკებების მეორე ეტაპის გახსნაზე, რაც მისგან ომის საბოლოოდ დასრულების შესახებ მოლაპარაკებას მოითხოვს და რაც ჰამასის მთავარი მოთხოვნაა.
ისრაელი აცხადებს, რომ მას სურს ცეცხლის შეწყვეტის დროებითი პირველი ეტაპის გახანგრძლივება. ამ წინადადებას მხარს უჭერს აშშ-ის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. ჰამასი აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლებას მხოლოდ მეორე ეტაპის ფარგლებში განაახლებს.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიჰუს ოფისმა ალექსანდერის გათავისუფლების შეთავაზებას “მანიპულაცია და ფსიქოლოგიური ომი” უწოდა.
“მაშინ, როცა ისრაელმა მიიღო უიტკოფის წინადადება, ჰამასი მტკიცედ დგას თავის უარზე და არც ერთი მილიმეტრით არ იძვრის“, – დასძინა მისმა ოფისმა, რომელმაც განაცხადა, რომ მას 15 მარტის საღამოს შეხვედრა ექნება თავის კაბინეტთან, რათა განიხილოს მძევლების საკითხი და გადაწყვეტილება მიიღოს შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

ისრაელმა ღაზის სრული ბლოკადა დააწესა მას შემდეგ, რაც 2 მარტს ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპი ამოიწურა, მეორე ფაზის დაწყებაზე შეთანხმების გარეშე.

მარტის დასაწყისში, უიტკოფმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში განუცხადა, რომ ალექსანდერის გათავისუფლება იყო “უმაღლესი პრიორიტეტი”. ამერიკელი მძევლების გარშემო მომლაპარაკებელი, ადამ ბოლერი, ბოლო დღეებში შეხვდა ჰამასის ლიდერებს ალექსანდერის გათავისუფლების მოთხოვნით.

ჰამასის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-სს განუცხადა, რომ ალექსანდერის და ოთხი ცხედრის გათავისუფლების შესახებ შეთანხმების პირობა იყო მოლაპარაკებების დაწყება ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაზე, საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნა და ისრაელის ბლოკადის მოხსნა.

აშშ, კატარი და ეგვიპტე ცდილობენ გადალახონ უთანხმოება ჰამასსა და ისრაელს შორის, რათა განაახლონ მოლაპარაკებები ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისა და ბლოკადის მოხსნის მიზნით.

ჰამასის წინააღმდეგ ომი დაიწყო, როდესაც დაჯგუფება 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში საზღვრისპირა არეალში შეიჭრა, რის შედეგადაც, ისრაელის მონაცემებით, დაიღუპა 1200 ადამიანი და ტყვედ აიყვანეს 251 მძევალი.

ღაზის სექტორზე ისრაელის შემდგომი სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების შედეგად, ღაზის ჯანდაცვის ოფიციალური პირების თანახმად, დაიღუპა 48 000-ზე მეტი პალესტინელი და ტერიტორიის დიდი ნაწილი ნანგრევებად იქცა.