„ჰამასის“ სპიკერი – შეთანხმების ან რეალური მოლაპარაკებების ზღვარზე არ ვართ

შეთანხმების ან რეალური მოლაპარაკებების ზღვარზე არ ვართ, – ამის შესახებ „ჰამასის“ უფროსმა სპიკერმა, სამუ აბუ ზუჰრიმ განაცხადა.
„ჩვენ შეთანხმების ან რეალური მოლაპარაკებების ზღვარზე არ ვართ, არამედ ამერიკული ბრძანების დაწესების“, – განაცხადა სამუ აბუ ზუჰრიმ.
მისივე თქმით, ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მალე მოხდება, „ილუზიას“ წარმოადგენს.
ასევე, ზუჰრიმ აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის შანსებს ხელს უშლის და მის ძალისხმევას მხარს ვაშინგტონი უჭერს.

ასევე დაგაინტერესებთ