„ჰამასის“ სამხედრო ფრთა აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლება გადაიდო

„ჰამასის“ სამხედრო ფრთა, „კასამის ბრიგადა“ აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლება გადაიდო. ორგანიზაცია ისრაელს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ისრაელმა მძევლების გათავისუფლება გადადო და ღაზის სექტორში სატვირთო მანქანები არ შეუშვა
ს თავდაცვის ძალებში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
Times of israel ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ თუ „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს, ისრაელის შეიარაღებული ძალები სახმელეთო ოპერაციებს განაახლებენ.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, ოთხდღიანი დროებითი ზავის პირობებით, ტყვეთა მორიგი გაცვლა დღეს იგეგმებოდა. „ჰამასს“ 14 ისრაელელი მძევალი უნდა გაეთავისუფლებინა, რის სანაცვლოდაც ისრაელი 42 პალესტინელ პატიმარს გაუშვებდა.
ზავის პირველი დღე, 24 ნოემბერს ჰამასის ტყვეობაში მყოფი 24 მძევლის გათავისუფლებით დასრულდა. სანაცვლოდ ისრაელის ციხიდან 39 პალესტინელი პატიმარი გაუშვეს.