„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე მოლაპარაკებების მიზნით რუსეთში ჩავიდა

„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე მოლაპარაკებების მიზნით რუსეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.
რუსული სახელმწიფო გამოცემის ცნობით, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე, მუსა აბუ მარზუკი მოსკოვში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
ცნობისთვის, გუშინ, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ყაზანში ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა