ჰამასის პასუხი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე “შეესაბამება” აშშ-ის გეგმის პრინციპებს – ჰამასის ხელმძღვანელობა

Reuters-ის სააგენტო ავრცელებს -ში და ევროკავშირის ქვენებში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფების, ჰამასის ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს განცხადებას, რომ მისი პასუხი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის უკანასკნელ წინადადებაზე, შეესაბამება აშშ-ის პრეზიდენტის, ს გეგმაში წარმოდგენილ პრინციპებს.
კატარში დაფუძნებული დაჯგუფების მეთაურმა ეს განაცხადა 16 ივნისს ყურბან-ბაირამის – მუსლიმური ეიდ ალ-ადჰას დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსვლაში. “ჰამასი და (პალესტინური) დაჯგუფებები მზად არიან ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას, ჯარების გამოყვანას ღაზის სექტორიდან, დანგრეულის აღდგენას და საყოველთაო გაცვლას”, განაცხადა ჰანიემ, რომელიც გულისხმობდა ისრაელელი მძევლების გაცვლას პალესტინელ ტყვეებზე.
ბაიდენმა 31 მაისს წარმოადგინა ს “სამეტაპიანი”, როგორც თვითონ უწოდა, წინადადება, რომელიც მოიცავს მოლაპარაკებებს ღაზაში ცეცხლის სამუდამოდ შეწყვეტისა და ასევე, ისრაელელი მძევლების ეტაპობრივი გაცვლის შესახებ ისრაელში მყოფ პალესტინელ ტყვეებზე. ეგვიპტემ და კატარმა, რომლებიც შეერთებულ შტატებთან ერთად შუამავლობდნენ ჰამასსა და ისრაელს შორის, 11 ივნისს განაცხადეს დამატებითი დეტალების დაზუსტების გარეშე, რომ მათ მიიღეს პასუხი პალესტინური დაჯგუფებებისგან აშშ-ის გეგმაზე.
მაშინ ისრაელმა განაცხადა, რომ ჰამასმა უარყო აშშ-ის გეგმის საკვანძო ელემენტები, ჰამასის მაღალი რანგის ხელმძღვანელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ცვლილებები, რომლებიც დაჯგუფებამ მოითხოვა, “არ იყო მნიშვნელოვანი”.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება