„ჰამასის“ ოფიციალური პირი – „ჰამასი“ ისრაელთან ზავის შესახებ მოლაპარაკებებით დაინტერესებული აღარ არის

„ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებით აღარ არის დაინტერესებული მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მ ღაზაში ახალი შეტევის გეგმის შესახებ განაცხადა, – ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა, ბასემ ნაიმმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
„აზრი არ აქვს მოლაპარაკებებში ჩართვას ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი წინადადებების განხილვას, სანამ ღაზის სექტორში შიმშილისა და განადგურების ომი გრძელდება“, – განაცხადა ნაიმმა.
მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა „ზეწოლა მოახდინონ ნეთანიაჰუს მთავრობაზე, რათა ღაზაში შიმშილის, წყურვილისა და მკვლელობების დანაშაულები დაასრულოს“.
შეგახსენებთ, ს უსაფრთხოების კაბინეტმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოების გეგმა დაამტკიცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში ახალი სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი „ჰამასის“ დამარცხებაა, ინტენსიური იქნება და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის გადაადგილება მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტზე ლაშა მაისურაძეს და ძებნაში მყოფ დავით მიქაძეს ბრალდება წარუდგინა

პრემიერი – დღეს ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა, კანონი მთელი სიმკაცრით ავამოქმედოთ – ყველას მოვუწოდებთ, მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა, ე, მანდ არ აღმოჩნდნენ, სადაც ვიღაც-ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ