„ჰამასის“ ოფიციალური პირი – ისრაელთან მძევლებისა და პატიმრების სიები გავცვალეთ

„ჰამასის“ მაღალჩინოსნის, ტაჰერ ალ-ნუნუს განცხადებით, ეგვიპტეში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს მათმა და ისრაელის წარმომადგენლებმა პატიმრებისა და მძევლების სიები გაცვალეს, რომლებსაც გაათავისუფლებენ, თუ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში შეთანხმებას მიაღწევენ.
მისივე თქმით, „ჰამასმა“ შეთანხმების მიღწევის შესახებ ოპტიმიზმი გამოხატა და პოზიტიური განწყობა აჩვენა.
„შუამავლები დიდ ძალისხმევას წევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების გზაზე არსებული ნებისმიერი დაბრკოლების მოსაშორებლად და ყველა მხარეს შორის ოპტიმიზმის სული სუფევს“, – აღნიშნა „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”