„ჰამასის“ მძევლების გათავისუფლებასთან ძალიან ახლოს ვართ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ძალიან ახლოს არიან იმასთან, რომ „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელიდან გატაცებული მძევლები გაათავისუფლოს. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში, რეპორტიორებს განუცხადა.
„ჩვენ ახლა ძალიან ახლოს ვართ. შეგვიძლია, ძალიან მალე დავაბრუნოთ მძევლები სახლებში“, – ამბობს ჯო ბაიდენი.
აშშ-ის ლიდერს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
მანამდე, ისრაელის მედიაში ადგილობრივ მთავრობაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით დაიწერა, რომ შემუშავების პროცესშია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, „ჰამასმა“ უახლოესი ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი უნდა გაათავისუფლოს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩხეიძე: საერთაშორისო დამნაშავეს ხალიჩებით და აპლოდისმენტებით ხვდებიან, სხვის სახლში შეჭრილ სერიულ მკვლელს ევედრებიან, ოღონდ ხალხს ნუღარ კლავ, მხოლოდ ცეცხლი შეწყვიტე და იქ დარჩი სადაც ხარ…