ჰამასის მტკიცებით, ისრაელის მიერ მიტანილი იერიშის შემდეგ დეიფი არ დაშავებულა

ჰამასის წარმომადგენელმა გამოცემა AFP-სთან საუბრისას თქვა, რომ ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი და 7 ოქტომბრის თავდასხმის ავტორი, მოჰამედ დეიფი ს მიერ მასზე მიტანილი იერიშის შემდეგ “კარგად” არის.
ჰამასის მტკიცებით, დეიფი ჰამასის სამხედრო ფრთას კვლავ “პირდაპირ ხელმძღვანელობს”.
თუმცა, იერიშის სხვა სამიზნე, ხან იუნისის ბრიგადის მეთაური, რაფაა სალამე, იერიშის შედეგად მოკვდა. ამის შესახებ არაბულენოვანი მედია ალ-შარყ ალ-ავსათი ჰამასის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ იერიში მიიტანეს ჰამასის ერთ-ერთ მაღალ სამხედრო ლიდერზე, მოჰამედ დეიფზე, რომელსაც იერუსალიმი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემოქმედს უწოდებს. დეიფის გარდა დარტყმის სამიზნე ტერორისტული დაჯგუფების კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, რაფაა სალამე იყო.