„ჰამასის“ მმართველობის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების შემდეგ გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა

“ჰამასის“ მმართველობის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების შემდეგ გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
„ჰამასის“ ინფორმაციით, დღის განმავლობაში 589 ადამიანი დაშავდა. როგორც BBC აცხადებს, ის დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მონაცემებს დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ.
ცნობისთვის, ღაზას სექტორში ისრაელმა საბრძოლო მოქმედებები 1-ელ დეკემბერს განაახლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი