ჰამასის მიერ გადაცემული ოთხი ცხედრიდან ერთი მძევლის არ არის – ისრაელის არმია

ისრაელის თავდაცვის არმიამ დღეს, 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ექსპერტების მიერ ამოცნობილია ჰამასის ტყვეებიდან სამის ცხედარი, მეოთხე კი არცერთი მძევლის არ არის.
პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ, ს, შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა ჰამასმა „წითელი ჯვრის“ მეშვეობით ისრაელს 13 ოქტომბერს გადასცა ორი წლის წინ გატაცებული და ტყვეობაში დაღუპული ოთხი მძევლის ცხედრები და 14 ოქტომბერს – კიდევ ოთხის.
15 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, ისრაელის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა სამის ვინაობა – ურიელ ბარუხი, ეიტან ლევი და სამხედრო მოსამსახურე ტამირ ნიმროდი. ისრაელის არმიის თანახმად, მეოთხე გარდაცვლილი მძევალი არ არის. სამხედროებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელ დღეს გადაცემული ცხედრებია იდენტიფიცირებული.
ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ ჰამასმა ყველა ზომას უნდა მიმართოს დაღუპული მძევლების დასაბრუნებლად. ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად -ის პრეზიდენტ ს მიერ ინიციირებული სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს ჰამასის მიერ ისრაელისთვის 28 მძევლის ცხედრების გადაცემას.
ჰამასის წარმომადგენლები ადრეც აცხადებდნენ, რომ ზოგიერთი ცხედრის პოვნა გართულდება, რადგან მძევლები სხვადასხვა დაჯგუფებას ჰყავდა და ღაზის სექტორის სხვადასხვა რაიონში დაიღუპნენ.
ისრაელმა და ჰამასმა ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმებას 6 ოქტომბერს ეგვიპტეში მიაღწიეს აშშ-ის, ეგვიპტის, კატარის და თურქეთის შუამავლობით.
13 ოქტომბერს ჰამასმა ისრაელს გადასცა 20-ვე ცოცხალი მძევალი. თავის მხრივ, ისრაელმა დაიწყო პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმა ითვალისწინებს ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანასაც, რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანას, ჰამასის განიარაღებას და ღაზის სექტორში გარდამავალი მთავრობის შექმნას საერთაშორისო ხელმძღვანელობით. გეგმა გამორიცხავს ჰამასის მონაწილეობას ღაზის სექტორის მართვაში.
· ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას და ისრაელზე მასირებულ სარაკეტო შეტევას.
· მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ჰამასის ტყვეობაში დარჩა 50-მდე მძევალი. მათგან 20 ცოცხალი.
· ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.
ფორუმი