„ჰამასის“ მეთაური აცხადებს, რომ ისრაელთან ზავის მიღწევაზე ახლოს არიან

„ჰამასის“ ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ისმაილ ჰანიე reuters-თან აცხადებს, რომ ისრაელთან ზავის მიღწევის საკითხზე ახლოს არიან.
ჰანიეს განცხადებაში, რომელიც reuters-ს მისმა თანაშემწემ გადასცა, ნათქვამია რომ „ჰამასი“ ახლოს არის ისრაელთან ზავის შეთანხმების მიღწევასთან და კატარელ შუამავლებს თავისი პასუხი უკვე გადასცა.
განცხადებაში მეტი დეტალი არ არის მოცემული, მაგრამ „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია Al Jazeera-ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები ორიენტირებული იყო იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ზავი.
ამასთან, როგორც მედიასაშუალება წერს, ისრაელი თავს არიდებს კატარის შუამავლობით მოლაპარაკებების სტატუსზე.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს