„ჰამასის“ მაღალჩინოსანი – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ შევუერთდებით

“ჰამასის” მაღალჩინოსანის განცხადებით, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მიზნით დაგეგმილ მოლაპარაკებებში, რომელიც დღეს დოჰაში განახლდება.
„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, რომ მათ სურთ გეგმა შეთანხმების განსახორციელებლად და არ ჩაერთვებიან მოლაპარაკებებში მოლაპარაკებებისთვის, რომელიც ისრაელს ომის გასაგრძელებლად საფარველით უზრუნველყოფს. მისი თქმით, აღნიშნული გეგმა უნდა ეფუძნებოდეს შემოთავაზებულ შეთანხმებას, რომელიც -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მაისის ბოლოს გამოაქვეყნა, ისრაელს კი ახალი პირობების დამატება სურს.
ს პრემიერ-მინისტრი, ბენიამ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ერთადერთი, ვინც ცვლილებებს ითხოვს, „ჰამასია“.
მოლაპარაკებები, რომელიც გასულ თვეში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ შეჩერდა, დღეს დოჰაში განახლდება. ისრაელმა განაცხადა, რომ მასში მონაწილეობის მისაღებად დელეგაციას გაგზავნის. ამერიკელი, ეგვიპტელი და კატარელი შუამავლები აცხადებენ, რომ შეეცდებიან, მოლაპარაკებები გამოიყენონ გეგმის შესამუშავებლად, რომელიც დარჩენილ საკითხებს გადაჭრის.

ასევე დაგაინტერესებთ