„ჰამასის“ მაღალჩინოსანი – ისრაელს დღეს გასათავისუფლებელი მძევლების სია გავუგზავნეთ

„ჰამასის” მაღალჩინოსნის განცხადებით, ისრაელს იმ მძევლების სია გაუგზავნეს, რომელთა გათავისუფლება დღეს იგეგმება. ინფორმაციას The Times of Israel-ი პალესტინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელელმა ჩინოვნიკმა საზოგადოებრივ მაუწყებელ Kan-ს განუცხადა, რომ „ჰამასმა“ შუამავლებს სამი ქალი მძევლის სახელი და გვარები გადასცა.
მოგვიანებით, „ჰამასმა“ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ დღეს რომი გონენს, ემილი დამარისა და დორონ შტაინბრეჩერს გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, ს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, სანამ არ მიიღებს იმ სამი მძევლის სიას, რომელიც „ჰამასმა“ დღეს უნდა გადასცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ „ლელოს“ კრძალავს იმის გამო, რადგან ჩვენ არ შევედით არალეგიტიმურ პარლამენტში, რაც თითიდან გამოწოვილი, სასაცილო არგუმენტია მათი მხრიდან